საია გენერალურ პროკურატურას მიმართავს

03 თებერვალი 2025, 11:51 87 ნახვა

პროკურატურას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს და მოუწოდებს დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზვიად ხარაზიშვილის მიმართ და შეუჩერდეს უფლებამოსილება. საიას ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირზე ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელთანაც დაკავებული პირი სამართალდამცავებს მიჰყავთ. 

განცხადებაში ნათქვამია,  რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ კვლავ მიმართავს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, რაც აბსოლუტურად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს და შსს-ს ჩვეულ ხელწერად იქცა.

ამასთან, საია განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მსვლელობის შედეგად ხდება მხოლოდ ერთ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ბუნებრივად, მცირე დროით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება “მაგისტრალის ბლოკირებად” ან ყოველდღიური ცხოვრების იმ ხარისხის შეფერხებად, რომელიც არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და, რომელიც შსს-ს მიერ შეკრების თავისუფლებაში ჩარევისთვის გამოყენებულ ზომებს ამართლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში