ოპერატორი, სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ 1 თებერვალს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას [პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] ედავებიან.
ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფი სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. " არ ვენდობი სისტემას", - აცხადებს ადვოკატი ვალერი თევდორაძე. მანამდე, ბერულავამ ფეისბუკზე დაწერა: „თქვენი რომ შეგვეშინდება, მაშინ დავმარცხდებით. საქართველო ადექი - აჯანყდი!მან გამოაქვეყნა მეორე პოსტიც: „ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“.
მეგობრები მის დაკავებას სწორედ ამ მეორე პოსტს უკავშირებენ.პროტესტის მონაწილეები სწორედ გზის გადაკეტვის გეგმას უკავშირებენ აქტივისტების ბინების ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტებს, რაც 1 თებერვალს თბილისში მოხდა.
პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, ისაკო დევიძე - რომლის სახლშიც მანამდე ჩხრეკა ჩატარდა.იგი პატიმრობაში რჩება, მან პროტესტის ნიშნად შიმშლობა დაიწყოხოლო პოლიციის შენობიდან გვიან ღამით გამოშვებულმა ილია ღლონტმა, ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ მისი ბინის ჩხრეკისა და გამოკითხვის საფუძველი ფეისბუკზე გაზიარებული პოსტი აღმოჩნდა.