აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები კარვებს გაშლიან

29 იანვარი 2025, 20:26 263 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, დღეიდან ორგანიზატორები 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებენ აქციის გამართვას. ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა, ციალა ქათამიძემ გააკეთა.

„ჩვენ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და ვთხოვეთ, თუ რატომ არ არის დღემდე მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი და რატომ არ არის დაწყებული გამოძიება ირაკლი დგებუაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კუთხით. ჩვენ გუშინ მივეცით დრო იმასთან მიმართებაში, რომ  მოშიმშილე პატიმრების, მზია ამაღლობელის, თემურ ქათამაძის მიმართ მიგვეღო ადეკვატური პასუხები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რახან  ჩვენი თანამოაზრეების სიცოცხლე საფრთხეშია, აქ ტროტუარზე გავმართოთ კარვები და 24 საათიანი აქციის რეჟიმში გადავიდეთ. ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით მოშიმშილე პატიმრების, კერძოდ კი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების საკითხში“, - განაცხადა ციალა ქათამიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში