დღეს საქართველოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს სომხეთში მართავს. ერევანში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან.
დღესვე ერევანში გაიმართება საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.
ამ წუთებში კი საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.