საქართველოს დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები სომხეთში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, შემდეგ კი ერთობლივ კონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის კუთხით.