ხარკოვზე „შაჰიდის“ დრონებით თავდასხმას ძლიერი ხანძარი მოჰყვა

28 იანვარი 2025, 11:20 179 ნახვა

ხარკოვზე დრონებით თავდასხმას   მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ხანძარმა დაახლოებით  ათას 500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია მოიცვა.
„შაჰედის“ ტიპის  დრონი ხის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე მოხვდა. დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ქარხანაში წარმოებისთვის გამოიყენებოდა. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების  სამსახურის 12-ზე მეტი დანაყოფი-აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან შენობას მთლიანად მოედო. ასევე დაზიანებულია ახლომდებარე შენობები და სულ მცირე ორი ავტომობილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში