ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

28 იანვარი 2025, 11:20 169 ნახვა

ბელგრადში ათასობით ადამიანმა  დედაქალაქის მთავარი   მაგისტრალი გადაკეტა და მთავრობისგან პასუხისმგებლობა მოითხოვა პირველ ნოემბერს  მომხდარი უბედური შემთხვევის გამო,  რომელმაც 15 ადამიანი იმსხვერპლა. 


დემონსტრანტები ამბობენ, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი და უხარისხო სამშენებლო სამუშაოები არის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი კატასტროფის მიზეზი და მოითხოვენ  სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში