პირველ ეტაპზე გასათავისუფლებელი მძევლებიდან 8 დაღუპულია-ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი

28 იანვარი 2025, 11:20 162 ნახვა

ისრაელის მტკიცებით,  ჰამასის ტყვეობაში  დარჩენილი 26 მძევლიდან, რომლებიც დაჯგუფებამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის დროს უნდა გაათავისუფლოს, 8 დაღუპულია.  ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელმა მიიღო სია „ჰამასისგან“, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მძევლების სტატუსის შესახებ. „"ჰამასის“ სია ემთხვევა ისრაელის დაზვერვის მონაცემებს, ასე რომ, შემიძლია გაგიზიაროთ, რომ რვა მოკლულია „ჰამასის“ მიერ", - განაცხადა მენსერმა, თუმცა დაღუპული მძევლების ვინაობა არ დაუსახელებია. მისი თქმით, ოჯახები ინფორმირებული არიან მათი ახლობლების მდგომარეობის შესახებ. 19 იანვრიდან, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, „ჰამასმა“, 290-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, შვიდი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში