უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

26 იანვარი 2025, 11:58 167 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მიერ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა. ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოველ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე, შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, 90 დღით საგარეო გრანტების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ ახლა სამხედრო დახმარებაზეა ორიენტირებული, რომელიც არ შეჩერებულა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს. მოგვიანებით პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის განკარგულება უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებს არ ეხებოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში