უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის - ზელენსკი

26 იანვარი 2025, 10:04 196 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის.

როგორც ზელენსკი ამბობს, გაზის ტრანზიტის საკითხი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილა. მისი თქმით, მხარეებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც ევროპის გაზით მომარაგებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა სხვა ერთობლივი ნაბიჯებისთვის, თუ ევროპას სჭირდება გაზი და არა მაინცდამაინც რუსული გაზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანი დღეისთვის დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, საიდანაც თავად იყენებს მხოლოდ 14-15 მილიარდ კუბურ მეტრს, შესაბამისად, მას აქვს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის პოტენციალი.

უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრიდან შეწყვიტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში