ვითარება უკრაინაში

17 იანვარი 2025, 20:06 87 ნახვა

მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტის იერიშს უკრაინაში. ხერსონის ოლქის დაბა ანტონოვკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია 15-ზე მეტი მრავალბინიანი და კერძო სახლი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანა კიევის ოლქის ბუჩის რაიონშიც, სადაც დაიჭრა 13 წლის ბიჭი.
ოდესის ოლქში მტრის სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 2 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერით“ და 50 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში