მიგრანტების პროტესტი მექსიკაში

16 იანვარი 2025, 13:16 89 ნახვა

შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა მიგრანტებმა მექსიკის სამხრეთში  საპროტესტო აქცია გამართეს და მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შინბაუმისგან მათთვის თავისუფალი ტრანზიტის დაშვება მოითხოვეს.  

მიგრანტებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ ანალოგიური ნებართვები, რომლებიც მიგრანტთა წინა ქარავნებმა მიიღეს და ამტკიცებენ, რომ მათთან ერთად ასობით ბავშვი, ორსული ქალი და მოხუცები მოგზაურობენ.

20 იანვარს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ მექსიკიდან  აშშ-ში შეღწევას ,  შიშობენ, რომ ტრამპი  შეწყვეტს თავშესაფრის მოთხოვნის პროგრამებს  და მიგრანტების დეპორტაციას დაიწყებს.

თანამდებობის დაკავების შემდეგ მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც  აშშ-ს საზღვრისკენ მიემართებიან, რეპრესიები გააძლიერა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში