''სუფთად ევროპისკენ'' - რა საფრთხეშია დედამიწა?

22 აპრილი 2017, 00:00 3963 ნახვა

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.

ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.

საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც თარიღი აღინიშნება. ტარდება გამწვანების და დასუფთავების აქციები. ბოლო კვლევების მიხედვით, ეკოლოგიური საფრთხე, კონკრეტულად კი დაბინძურებული ჰაერი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე გადამწყვეტი კომპონენტია. ინტერნეიშენალ ეიჯენსის კვლევის შედეგებით,  საქართველო პირველია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი