უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი მზად არის გადასცეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მათ ლიდერს კიმ ჩენ ინს, თუ ხელს შეუწყობს მათ რუსეთში ტყვედ მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებში გაცვლას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ რუსეთის კურსკის რეგიონში დაატყვევა ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი. უკრაინული და დასავლური მედიის შეფასებებით, რუსეთის მოკავშირე ჩრდილოეთ კორეამ 11 ათასამდე ჯარისკაცი განალაგა კურსკის რეგიონში მოსკოვის ძალების მხარდასაჭერად. რუსეთი არც ადასტურებს და არც უარყოფს მათ ყოფნას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს.
უკრაინის პრეზიდნეტმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის დაკითხვა. ერთ-ერთი თარჯიმნის მეშვეობით ამბობს, რომ არ იცოდა, უკრაინის წინააღმდეგ რომ იბრძოდა და მას უთხრეს, რომ წვრთნებზე იმყოფებოდა.