შვეიცარია ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით გამოდის

12 იანვარი 2025, 14:46 65 ნახვა

შვეიცარია მზადაა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას  დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ. ინფორმაციას  ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. „ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში