კაია კალასი: ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს

10 იანვარი 2025, 14:39 206 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობის გადაბარებისთვის მზად იქნება, თუ აშშ-ს ამის სურვილი აღარ ექნება.

გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კალასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა სხვა წევრი და იმედია, შტატებიც მზად არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ასევე დაამატა, რომ არ უნდა დაიწყონ სპეკულაციები აშშ-ის მომავალი მხარდაჭერის შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში