ლოს-ანჯელესში ხანძარმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

09 იანვარი 2025, 12:32 125 ნახვა

ხანძარი კალიფორნიაში. სტიქიამ უკვე ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ასობით სახლი გაანადგურა, გადამწვარია 50 ჰექტარი ტერიტორია. ასი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. მშრალი და ძლიერი ქარი აფერხებს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს.
პალისადეში დამწვარია მაღაზიები, რესტორნები, ძვირადღირებული სავაჭრო ობიექტები და ცნობილი ადამიანების აგარაკები. ხანძარმა გაანადგურა 15 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია და ასობით ნაგებობა სანტა მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე ბორცვებზე, ტოპანგას კანიონამდე.
ტყის ხანძარი იმ დროს გაჩნდა სამხრეთ კალიფორნიაში, როცა თვეების განმავლობაში რეგიონში ნალექი არ მოსულა. მეცნიერების თქმით, ხანძარი, რომელიც ტრადიციული ხანძრის სეზონის მიღმა გაჩნდა, ამინდის ექსტრემალურ ცვლილებაზე მიანიშნებს, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მომდევნო ათწლეულებში გლობალური ტემპერატურა მატებას გააგრძელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში