სასაზღვრო პოლიციის ავიაციის დღე

22 აპრილი 2017, 00:00 2257 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.  ღონისძიებას შს სამინისტროს წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი