ტიბეტში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

07 იანვარი 2025, 13:22 152 ნახვა

ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. დაშავებულია 130 ადამიანი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ტიბეტში, წმინდა ქალაქ შიგაძეში მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გამოიწვია, რაც ჩინეთს უნახავს ბოლო წლების განმავლობაში.

სტიქიამ სახლები და შენობები დაანგრია. მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი შენობა დაზიანდა. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ტემპერატურა მინუს რვა გრადუსია და დღეს საღამოს მინუს 18-მდე დაეცემა.

რეგიონში შეფერხებულია როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის მიწოდება. ჩინეთის საჰაერო ძალებმა დაზარალებულ რაიონში სამაშველო სამუშაოები დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში