იაპონია კატეგორიულად გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას-განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ზღვაში.
ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაემთხვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტს სეულში. ეს გასული წლის 5 ნოემბრის შემდეგ ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა. მაშინ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან სულ მცირე შვიდი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.