ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განაჩენი 10 იანვარს გახდება ცნობილი

04 იანვარი 2025, 11:50 244 ნახვა

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განაჩენს ნიუ იორკის სასამართლო 10 იანვარს გამოაცხადებს. საქმე ეხება ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას. მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელიც არჩეული პრეზიდენტის საქმეს ხელმძღვანელობდა, უარყო დონალდ ტრამპის წინადადება საქმის დახურვის შესახებ. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ტრამპს შეუძლია პირადად დაესწროს განაჩენის გამოტანას. არჩეული პრეზიდენტი მაისში ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში დამნაშავედ ცნეს ბიზნესის ჩანაწერების გაყალბების ბრალდებით. დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებიან, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში