პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
"მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მზად ვართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის.
ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის", - წერია ინფორმაციაში.
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.