რუსულმა ძალებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია - უკრაინული მედია

31 დეკემბერი 2024, 10:08 189 ნახვა

რუსეთმა 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, ქვეყნის დედაქალაქში, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთის არმიამ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით შეუტია. დრონები დაფიქსირდა პოლტავას ოლქის სამხრეთ ნაწილში, სუმისა და პოლტავას ოლქების საზღვარზე, ასევე სუმის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში.

თავდასხმა მოხდა დნიპროს ოლქზეც, რუსულმა ძალებმა რეგიონის დასახლებები დაბომბეს. ჭურვის ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიჭრა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, სულ 153 შეტაკება განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში