საქართველოს პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო

30 დეკემბერი 2024, 12:41 223 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში. ჩვენი უდიდესი სამძიმარი კარტერების ოჯახს ასეთი შთამაგონებელი ადამიანის დაკარგვის გამო, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე იცავდა შეერთებული შტატების ინტერესებს და საყოველთაო ღირებულებებს“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.

კარტერი 100 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ის აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი იყო 1977-1981 ელებში „დემოკრატიული“ პარტიიდან. სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო 2002 წელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში