სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ანაზღაურებას ითხოვენ

21 აპრილი 2017, 00:00 3476 ნახვა

გონიოში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 25 ადამიანი კუთვნილი ანაზღაურების მიღებას უკვე ერთი წელია ვერ ახერხებენ. კერძო კომპანია შპს “Georgian  bilding+” , რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანია იყო, ხელფასებს ყოფილ თანამშრომლებს არ აძლევს. ​ "ჯამში 80  ათას ლარამდე ხელფასები გვაქვს ასაღები, კომპანია შპს “Georgian  bilding+” -სგან. კომპანიაში 2015 წლიდან 2016 წლის აპრილამდე ვიმუშავეთ,  სამი თვე ხელფასები ავიღეთ, თუმცა შემდეგ დირექტორი შეიცვალა . დაინიშნა ილია ბაღათურია და შემდეგ ხელფასები არ დაგვირიცხეს. დავტოვე სამუშაო და მივმართე სასამართლოს, პროცესი მოვიგეთ მაგრამ შედეგი არსად ჩანს, საკუთარი ტექნიკით ვმუშაობდი, არც საწვავს გვაძლევდნენ და არც ხელფასებს გვიხდიდნენ" - აცხადებს ნოდარ შაინიძე.

კომპანია შპს “Georgian  bilding+”  დირექტორი ილია ბაღათურია, აჭარის მაუწყებელტან ამბობს, რომ ამ ადამიანებთან კონტრაქტები დადებული არ ყოფილა, შესაბამისად ხელშეკრულებების გარეშეც ხელფასებს ვერ გადაუხდიდა.

დაზარალებულებთან ერთად, ბრიფინგზე უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, მისი განმარტებით პრემიერ მინისტრის განცხადებით სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალოს დაქირავებული მუშების ხელფასების გაცემის კონტროლი. "ხშირად სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოების შესასრულებლად ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მაგრამ ვერ იღებენ ხელფასებს. ახლა უკვე სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, მერიის და სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივაა, რომ დაინტერესდნენ და გამოკვლიონ რატომ არ აქვთ მუშებს აღებული კუთვნილი ხელფასები“ - აცხადებს თამაზ ბაკურიძე. ის ხელფას ვერ გადაუხდიდა ქალაქ ბათუმის მერიაში და პროკურატურაში განმარტებებს არ აკეთებენ.

ქ. ბათუმის მერიაში და პროკურატურაში განმარტებებს არ აკეთებენ. 

 

ავტორი: როინ გუნდაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი