„სამოქალაქო უფლებები მზარდი საპოლიციო ტერორის პირისპირ“ -ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. საიას ხელმძღვანელის განცხადებით მოსახლეობის ლეგიტიმური პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა უპირისპირებს.
საიას განცხადებით, აქციების მსვლელობისას დაფიქსირდა წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება. გასული ერთი ტვის განმავლობაში დააკავეს 500- მდე პირი. ანგარიშში საუბარია ასევე საჯარო მოხელეების მიმართ მუქარაზე. ასევე კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე.