მექსიკის პრეზიდენტი პანამას მხარდაჭერას უცხადებს

24 დეკემბერი 2024, 14:39 135 ნახვა

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა მხარდაჭერა გამოუცხადა პანამის მთავრობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას პანამის არხზე აშშ-ის კონტროლის აღდგენით დაემუქრა.”პანამის არხი ეკუთვნის პანამელებს”, - განაცხადა შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.
21 დეკემბერს ტრამპმა პანამა არხზე "უსამართლოდ" მაღალი ტარიფების დაწესებაში დაადანაშაულა. არხი თამაშობს "გადამწყვეტ როლს ამერიკის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ ის არ დაუშვებს, რომ ეს "კრიტიკული აქტივი" არასწორ ხელში მოხვდეს, განსაკუთრებით ჩინეთის კონტროლის ქვეშ. ტრამპის განცხადებას  გამოეხმაურა პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო. 
"პანამის არხის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ეს ასე დარჩება", - დაწერა მან სოციალურ ქსელში."ვნახოთ", - ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი პანამის პრეზიდენტის განცხადებას და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხში".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში