ერდოღანი სირიაში ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს აანონსებს

24 დეკემბერი 2024, 11:44 134 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა    განაცხადა, რომ სირიის ქურთ ამბოხებულთა ბოევიკებს  ადგილი არ აქვთ სირიის მომავალში და დასძინა, რომ თურქეთი გააგრძელებს მის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს.  თურქეთი სირიელ ქურთთა ამბოხებულების სახალხო თავდაცვის ძალებს   განიხილავს, როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერ ძალას, რომლებიც 40 წლის განმავლობაში იბრძვიან თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ  და ანკარის, ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არიან მიჩნეული.  ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ანკარა მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს სირიის დე ფაქტო ლიდერთან აჰმედ ალ-შარასთან და დასძინა, რომ თურქეთის ოფიციალური პირების ვიზიტები სირიაში გაგრძელდება მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დამასკოში გამართა მოლაპარაკებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში