ერთი ადამიანი დაიღუპა ხიდის ჩანგრევის შედეგად ბრაზილიაში. ხიდი, რომელიც ბრაზილიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების ორ შტატს ერთმანეთთან აკავშირებს, იმ დროს ჩაინგრა, როცა მასზე ავტომობილები მოძრაობდნენ.
ნგრევის შედეგად მდინარე ტოკანტინსში სატვირთო ავტომანქანა ჩავარდა, რომელსაც გოგირდის მჟავა გადაჰქონდა. ქიმიური ნივთიერება მდინარეში ჩაიღვარა. პოლიციის ინფორმაციით, დადასტურებულია ერთი ადამიანის გარდაცვალება, მეორე კი ცოცხალი გადაარჩინეს.