სათნოების სავანეში მცხოვრები ბენეფიციარების ტურნირი ნარდში

21 დეკემბერი 2024, 12:38 261 ნახვა

ტურნირი ნარდში სათნოების სავანეში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის გაიმართა. მასში 15-მდე მონაწილე ჩაერთო.
გამარჯვებულები ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ და ორგანიზატორებისგან მათ სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 90 წლისაა. ტურნირი ვეტერან ქალთა კავშირის ორგანიზებით წელს მეორედ გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში