ბერლინში სირიელი ქურთების სოლიდარობის აქცია გაიმართა

17 დეკემბერი 2024, 08:58 212 ნახვა

ბერლინში ბრანდენბურგის კარიბჭესთან საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით აჯანყდი როჯავისთვისროჯავა არის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის ქურთული სახელი. აქციის მონაწილეები ავიდნენ ბრანდენბურგის კარიბჭეზე და გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა „სირიაში დემოკრატიისთვის- დაიცავი როჯავა“.

ჯგუფმა განაცხადა, რომ ითხოვს გერმანიისგან შეწყვიტოს იარაღის მიწოდება თურქეთისთვის, რომელიც მხარს უჭერდა ამბოხებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ქურთ მეამბოხეებს უპირისპირდებოდნენ. 

აქტივისტების ჯგუფმა ასევე მოუწოდა გერმანიის მთავრობას აღიაროს როჯავას ავტონომიური ადმინისტრაცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში