ევროკავშირში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

16 დეკემბერი 2024, 14:09 209 ნახვა

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე დღეს მსჯელობენ. მას პირველად ხელმძღვანელობს კაია კალასი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკი აცხადებს რომ "ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივა ღიად უნდა დავტოვოთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვექნება რეაქცია, თუ მთავრობა საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ზომები არ უნდა აისახოს მოსახლეობაზე".

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი კი აცხადებს, რომ "მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლება და სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში