სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის ლიდერმა თანამდებობა დატოვა

16 დეკემბერი 2024, 13:04 217 ნახვა

სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის ლიდერმა ჰან დონ-ჰუნმა თანამდებობა დატოვა ორი დღის შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს უყარა კენჭი. სამხრეთ კორეის ოპოზიციის მიერ მართულმა პარლამენტმა მეორე კენჭისყრაზე იუნს იმპიჩმენტი გამოუცხადა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ხანმოკლე მცდელობის გამო.

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო დღეს დაიწყებს იუნის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მცდელობის გამო. სასამართლოს აქვს ექვს თვემდე ვადა გადაწყვეტილების მისაღებად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში