351 სამართალდარღვევა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით

16 დეკემბერი 2024, 11:01 203 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 351 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველაზე მეტი - 183 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 57 - რუსთავში, 56 - ბათუმში, 55 კი ქუთაისში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში