სამხრეთ კორეაში პარლამენტმა პრეზიდენტ, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

14 დეკემბერი 2024, 13:22 271 ნახვა

სამხრეთ კორეაში პარლამენტმა პრეზიდენტ, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.

იუნ სუკ იოლი თანამდებობას დაკარგავს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდება, თუმცა, იმპიჩმენტის სრული პროცესი შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, რადგან ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა განიხილოს.

ცხრაწევრიანი საბჭოს ექვსი წევრი თუ მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, მხოლოდ, მაშინ გათავისუფლდება პრეზიდენტი თანამდებობიდან.

ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის ვადაში დაინიშნება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში