სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13 დეკემბერი 2024, 14:03 237 ნახვა

სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში