ვრცელდება ინფორმაცია, თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე პირის დაკავების შესახებ

10 დეკემბერი 2024, 10:09 234 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების და ჩხრეკის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს დადგენა, სად გადაიყვანეს დაკავებულები, რომელთა შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.

დაკავებულთა ადგილსამყოფელისა და ბრალის შესახებ დამატებითი ცნობები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში