ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები უკვე მე-12 დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან იკრიბებიან.
მომიტინგეებმა აქციაზე სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც პროტესტის დროს დაშავებულთა ფოტოები ჩამოკიდეს.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა ხელოვნების უნივერსიტეტთან მარში მოაწყვეს, სადაც უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავეს. მომიტინგეები იზოლატორთანაც მივიდნენ და დაკავებულებს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები და სპეცრაზმია მობილიზებული.