„ძლიერი საქართველოს“ განცხადება

09 დეკემბერი 2024, 17:54 215 ნახვა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამედიცინო დაწესებულებას და მოსახლეობას, თუ რა ნივთიერებას შეიცავს ის საშუალებები, რომელსაც ხელისუფლება აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ აქციების დარბევის დროს მოწამლული მოქალაქეების მკურნალობა ადეკვატური იყოს და მოქალაქეებს მომავალში რაიმე არ გაურთულდეთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში