ჩაძირული გემის ''გეროი არსენალის'' ეკიპაჟის კიდევ ორი დაღუპული წევრი იპოვეს

19 აპრილი 2017, 00:00 6267 ნახვა

სამაშველო სამსახურმა, შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის "გეროი არსენალის" ეკიპაჟის კიდევ ორი დაღუპული წევრი იპოვა - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსეთის სამაშველო სამსახურში არ აზუსტებენ​ ნაპოვნ ცხედრებს შორის, არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. მათი ამოცნობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. 
დღეს დილით, შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის 12 წევრს შორის ერთი ქართველია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გადარჩენილია ეკიპაჟის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც  უკრაინის მოქალაქეა. 

დილიდან მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო სამუშაოები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. დაკარგული ეკიპაჟის წევრების სამძებრო სამუშაოებში 13 ერთეული ტექნიკაა ჩართული. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სატვირთო გემი ფოთის პორტში 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. 

ამავე კატეგორიაში