პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს, რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება - ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2024, 14:30 231 ნახვა

ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად, სწორედ, გმირი პოლიციელები არიან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა.

„მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად, სწორედ, ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანებებიs ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ მედიასაშუალებები, მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს და ა.შ. რაც, უბრალოდ, სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“, - განახცადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში