გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა - პრემიერი

08 დეკემბერი 2024, 14:26 279 ნახვა

გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს, მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობის დაგმობა უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა.

„საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხელეთ და მინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს, მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში