რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა გავლენა შეინარჩუნოს, რაც სააკაშვილმა მისცა, განსაკუთრებით ომის შემდეგ - გიორგი ვოლსკი

08 დეკემბერი 2024, 11:45 264 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მედიაშ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ელენე ხოშტარიას რუსეთიდან გარკვეული თანხა დაერიცხა.

მმართველი გუნდის წევრის თქმით, რა სცენარის განვითარებაც ოპოზიციას სურს, რუსეთის პირდაპირი ინტერესია.

„რა სცენარიც უნდათ, რომ დღეს განავითარონ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი. თუ ამ ინტერესის რეალიზაციაში ჩართულია კონკრეტული ადამიანი, ვინც მილიონობით რუბლს იღებს, რასაკვირველია, ვერ დავუშვებთ სხვა ვერსიას თუ არა რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან. რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა პროცესებს არ ჩამორჩეს, გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში