უკრაინამ ქართველი მაღალჩინოსნები დაასანქცირა

05 დეკემბერი 2024, 14:19 253 ნახვა

უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 19 პირს. უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას - ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ. ზელენსკის გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში