თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სააგენტო როიტერსი აშუქებს

05 დეკემბერი 2024, 10:01 219 ნახვა

ევროკავშირის მომხრე მომიტინგეები ზედიზედ მეშვიდე ღამეა შეიკრიბნენ  თბილისის ქუჩებში მას შემდეგ, რაც საქართველოს ოთხი მთავარი ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს  და სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისებში ჩხრეკები ჩაატარეს. ასე აღწერს  სააგენტო როიტერი საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს.

ქართული ოპოზიციური მედიის  წარმომადგენელი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი მოკავშირე,  პარტია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია პოლიციამ თბილისში დააკავა.   "მათ შეუძლიათ ნებისმიერ კარზე დააკაკუნონ.

ასე რომ, შემდეგი შეიძლება ვიყო მე, შენ, ვინც აქ დგას", - განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვლადიმერ თვალიაშვილმა როიტერს დაკავებების შესახებ კითხვაზე. მთავრობის გადაწყვეტილებამ ევროკავშირის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ სამხრეთ კავკასიის 3,7 მილიონიან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რევოლუციის მცდელობა ჩაშალა. კრიტიკოსები მთავრობას დასავლეთისთვის ზურგის მიქცევასა და მზარდი ავტორიტარული და პრორუსული კურსის წარმართვაში ადანაშაულებენ, რასაც მმართველი პარტია უარყოფს.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ არაერთხელ შეაქო პოლიცია აქციებზე რეაგირებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში