სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ

04 დეკემბერი 2024, 21:20 126 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

მათივე თქმით, აღნიშნულის ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის ნოემბერ/დეკემბრის თვეში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება აქტიურ რეჟიმში ტარდება.

გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სამსახური საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. შესაბამისად, ინფორმირებული იქნება ყველა დაინტერესებული პირიც“, - აღნიშნულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში