საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს.
ლუის გრაჩა აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. იგი ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დახმარებისთვის მზად არის.
„ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს და ჩვენი ასამბლეა ამ მიზნის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერის ერთგული რჩება“, - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი.