ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი უკრაინის გაწევრიანებასა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე იმსჯელებს 

03 დეკემბერი 2024, 14:15 237 ნახვა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები  ბრიუსელში იკრიბებიან, მინისტერიალის დღის წესრიგში  უკრაინის ალიანსში გაწევრიანება და ახლო აღმოსავლეთის კრიზისია. 

დიპლომატების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატო დღეს გამართულ შეხვედრაზე გაითვალისწინებს უკრაინის მოწოდებას ბლოკში გაწევრიანების თაობაზე.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ ნატო-ს კოლეგებთან გაგზავნილ წერილში განმარტა, რომ ნატოში წევრობის მოწვევა  რუსეთის ომის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს- უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თავიდან აცილებას, მოხსნის. თუმცა ნატოს 32 წევრს შორის  კონსენსუსის ნიშანი არ არის - განაცხადეს დიპლომატებმა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში