ინფორმაცია თითქოს რომელიმე თანამშრომელი გათავისუფლებულია მცდარია

02 დეკემბერი 2024, 20:05 338 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე თანამშრომელი ან გადაცემის წამყვანი განთავისუფლებულია სამსახურიდან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საეთერო ბადეში, შესაბამის სპეც რეჟიმში გადის საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბები და პირდაპირი ეთერები მიმდინარე აქციებიდან.

აქედან გამომდინარე არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში