საერთაშორისო მედია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

01 დეკემბერი 2024, 11:55 271 ნახვა

საქართველოში მიმდინარე პროტესტი შუქდება უცხოურ მედიაში. ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყანა კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს აჩერებს.
The New York Times-ის სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებამ, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი წლით შეჩერებას ეხება, გაამწვავა კონფლიქტი ოპოზიციასთან, რომელსაც დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს.
Euronews წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის პოლიტიკოსებს ბრალი დასდო „შეურაცხყოფების კასკადში“ და განაცხადა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ იარაღად აქციეს.
როიტერი ინფორმაციას ავრცელებს დაკავებების შესახებ, ასევე ავრცელებს კადრებს საპროტესტო აქციიდან.წერს, რომ სპეცრაზმისა და პოლიციის დიდი რაოდენობის მიუხედავად აქციის მონაწილეები მესამე ღამეა იკრიბებიან. აღნიშნულია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების მოულოდნელმა გაყინვამ დიდი პროტესტი გამოიწვია ქვეყანაში, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში